მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასოცირების საბჭო - ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას

ასოცურების
21.02.24 20:05
353

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, - ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას.

მთავრობის ცნობით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები