მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AstraZeneca სტარტაპ EsoBiotec-ს $1 მილიარდად ყიდულობს

astrazeneca

ფარმაკოლოგიური გიგანტი AstraZeneca კიბოს წამლის განვითარებაზე ფოკუსირებულ სტარტაპ EsoBiotec-ს $1 მილიარდად ყიდულობს.

როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე, სტარტაპი $425 მილიონის ინვესტიციას მიიღებს, თანხის დარჩენილი ნაწილი კი EsoBiotec-ის პროგრესთან ერთად ჩაირიცხება, რადგან სტარტაპი პროექტის განვითარების ჯერაც საწყის ეტაპზეა და გამორიცხული არ არის, რომ პროცესი შუა გზაში გაჩერდეს, რაც ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში სტანდარტული პრაქტიკაა.

EsoBiotec-ის ტექნოლოგია უჯრედის გენეტიკურად მოდიფიცირების პრინციპს ეყრდნობა და ის მკურნალობის პროცესის დრამატულად დაჩქარების საშუალებას იძლევა, თუმცა ეს ტექნოლოგია ჯერაც ექსპერიმენტულია და ბაზარზე მის გამოჩენამდე მარეგულირებლის მხრიდან დასტურის გაცემაა საჭირო, რომელიც ხანგრძლივი და რთული პროცესია.

უშუალოდ AstraZeneca-ს რაც შეეხება, ეს ბრიტანული კომპანია ბირჟაზე 240 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ფარმაკოლოგიურ სექტორში მას ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები