რუსეთში დაგეგმილი ტურიზმის გახსნის მიმართულებების გარდა, რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის დაჩქარებული აღდგენის მიზნით, შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტის მიმართულებით რეისების აღდგენის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს (Atorus.ru).
"ეს ორი 4-სეზონიანი მიმართულებებია, რომელზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მათი ამოქმედება ავიაკომპანიებს დაბალი აქტივობის სეზონზე გარანტირებული მგზავრთნაკადის მიღების საშუალებას მისცემს", - განმარტავენ რუსი ექსპორტები.
ასოციაციის ცნობით, რუსეთიდან ავიამიმოსვლა 15 ივლისიდან დსთ-ს ქვეყნების 8 დედაქალაქში, ხოლო 1 აგვისტოდან ფრენები ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კიდევ 7 ქვეყნის მიმართულებით აღდგება.
BM.GE ოფიციალური თბილისის მხრიდან ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეწყდა.