მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი - თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას უვარგისი წყალი მიეწოდება

5dff53dd417be
BM.GE
22.12.19 15:29
1570
წყლის სისტემა მოწყობილია ქალაქ თერჯოლასა და 32 სოფელში, ხოლო დანარჩენი 13 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და წყაროებით. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თერჯოლისა და სოფელ ღვანკითისა) არსებულ წყლის სისტემებზე, გამწმენდი ნაგებობების არ არსებობის გამო, მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომაზადებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა, არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობისათვის სასმელად ვარგისი წყლის მისაწოდებლად.

“აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი დაგეგმვითა და გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია”,- ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის მომსახურებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საფასური, მომხმარებელმა უნდა გადაუხადოს ლიცენზირებულ საწარმოს. თუმცა, აუდიტმა გამოავლინა, რომ ა(ა)იპ − თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია 31 სოფელში წყლის ქსელის გამართულ ფუნქციონირებაზე, ლიცენზია არ აქვს.