მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია, ბანკებს დეველოპმენტის დაფინანსების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ - თურნავა

ეროვნული ბანკი
BM. GE
07.10.23 13:34
52
სტატიაში საუბარია:

ბიზნეს სექტორთან მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

სებ-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის რეგულაციებს დეველოპერული სექტორის დაფინანსების ჭრილში.

"საქართველოში დეველოპერული სექტორის დაფინანსების რეგულაციების პრინციპებთან დაკავშირებით კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. ვისაუბრეთ რეგულაციების შემდგომ დახვეწაზე ისე, რომ დაფინანსების რისკები სათანადოდ იყოს მართული.

ამავდროულად, აუცილებელია ბანკებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები