მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუთსორსინგი - თანამედროვე მენეჯერის სტრატეგია (რ)

63f4839862057
BM.GE
21.02.23 12:42
802
ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა - ეს არის წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიის 2 მთავარი საზრუნავი, რაც საბოლოოდ ბაზარზე მისი კონკურენტულობის ზრდასა და მოგების მაქსიმიზაციაში აისახება. ამ ორი მთავარი ამოცანის გადაწყვეტისთვის მენეჯერები მუდმივად ძიების პროცესში არიან და სხვადასხვა სტრატეგიებს ქმნიან და იყენებენ, მათგან ზოგი წარმატებულია, ზოგი პირიქით. ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა აუთსორსინგი, როგორც ხარჯების ოპტიმიზაციისა და საოპერაციო ეფექტურობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი სტრატეგია, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა არის აუთსორსინგი - ძალიან მარტივად, რომ ავხსნათ, გარკვეული ბიზნეს პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის მესამე მხარისგან (აუთსორსინგული კომპანიისგან) მომსახურების მიღება.

როგორც ყველაფერს, ბუნებრივია აუთსორსინგსაც აქვს როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც აუთსორინგს ანიჭებენ უპირატესობას მუდმივად იზრდება (2000 წლიდან 2019 წლის ჩათვლით მთლიანი აუთსორსინგუილ პორტფელი მსოფლიოს მასშტაბით გაორმაგდა), ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სტრატეგია პრაქტიკაში კარგად მუშაობს და თანამედროვე მენეჯერებისთვის აუთსორსინგი ითვლება ერთ-ერთ მთავარ მიგნებად, რომელსაც ისინი წარმატების მიღწევისთვის აქტიურად იყენებენ.

თუმცა, გარდა ლოგიკური მსჯელობისა, საინტერესოა, კონკრეტულად რის გამო ანიჭებენ თანამედროვე მენეჯერები უპირატესობას აუთსორსინგის სტრატეგიას, მაშინ როცა გარკვეულ შემთხვევებში ეს პრაქტიკა (განსაკუთრებით კონსერვატორული ხედვების მქონე კომპანიებში) კითხვის ნიშნებს აჩენს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი უპირატესობები, რის გამოც კომპანიები ამჯობინებენ აუთსორინგზე მომსახურების მიღებას:
• საოპერაციო და ზედნადები ხარჯების შემცირება;
• შესაძლებლობა, რომ ფიქსირებული ხარჯები ვაქციოთ ცვლად ხარჯებად;
• ნაკლები კაპიტალური დანახარჯები (რაც საკუთარი თანამშრომლის დაქირავებასა თუ დეპარტამენტის შექმნასთანაა დაკავშირებული);
• ხარჯების უკეთესად კონტროლის შესაძლებლობა;
• მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებებში;
• უკეთესი ხარისხი - უკეთესად შესრულებული საქმე;
• უწყვეტობა საქმიანობის პროცესში და თანამშრომლების დაქირავებასთან/შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
• კომპანიის შიდა პროცესების უფრო მარტივი კონტროლი ;
• მარტივი წვდომა თანამედროვე ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ;
• აუთსორსინგულ კომპანიებში დაგროვებულ ექსპერტიზაზე წვდომა;
• კომერციული რისკების გაზიარების შესაძლებლობა - რისკების ნაწილობრივ ან სრულად გადატანა აუთსორისნგულ კომპანიაზე;
• ექსპერტული ცოდნის შემოდინება კომპანიაში;
• კონცენტრაცია ბიზნესის განვითარებაზე - მეტი დრო ძირითადი ბიზნესისთვის.

და რაც მთავარია - დაბალი ფასი. თუმცა უნდა განვმარტოთ, საბოლოო ჯამში დაბალ ფასს ქმნის სწორედ იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც ზემოთ არის ჩამოთვლილი და მნიშვნელოვანია, რომ ღირებულების განსაზღვრის დროს ყურადღება მხოლოდ კონტრაქტში დაფიქსირებულ ფასს არ მივაქციოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის საკითხი, რაც მოკლე, საშუალო თუ გრძელ ვადაში ისეთი მოცულობის თანხებს გვიზოგავს, რომ აუთსორსინგი თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო იაფია, ვიდრე საკუთარი თანამშრომლების დაქირავება თუ დეპარტამენტების ფორმირება.

საქართველოში აუთსორსინგული ბიზნესი ახლა იკიდებს ფეხს და ესეც მანიშნებელია იმისა, რომ მენეჯერები სულ უფრო მეტად ზრუნავენ უკეთესი გზები მოიძიონ იმ ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად, რაზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ.

აუთსორსინგი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა კომპანიას შეუძლია ერთი პროვაიდერისგან მიიღოს სხვადასხვა სერვისები, რაც კიდევ უფრო მოქნილს, ხარჯთეფექტურს და ხარისხიანს ხდის თანამშრომლობის ამ პრაქტიკას. აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté-ს ბიზნესმოდელის სწორედ ამ უკანასკნელ სულისკვეთებას იზიარებს და მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისებს ერთ სივრცეში, მათ შორის ბუღალტერია, გადასახადები, ფინანსური რეპორტინგი, HR, იურიდიული მომსახურება, IT, ტრენინგები.

ასევე, ჩვენი მიზანია, რომ თანამშრომლობა იყოს წინასწარ კარგად გააზრებული და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (როგორც დამკვეთის, ისე Loialté-ს მხრიდან) სწორედ ამის საფუძველზე მოხდეს. ამ მიზნით, კომპანიებს ყოველთვის ვთავაზობთ, რომ ერთად ვიმსჯელოთ და მოვძებნოთ მათთვის საჭირო სერვისის თუ სერვისების პაკეტის ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გრძელვადიანს და ურთიერთსასარგებლოს გახდის.

და ბოლოს Peter Drucker-ის სიტყვებს მოვიშველიებ - Do What you do best, and outsource the rest.

გიგა ფაიქიძე
მმართველი პარტნიორი, Loialté.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები