მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავერსი", "პსპ" და "მერმისი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

მედიკამენტები

ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან და შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები "ავერსი", "პსპ" და "მერმისი" ცალსახად არ ეთანხმებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში.

იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რატომ დაჯარიმდნენ ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით? - განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები