მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანია Arkia ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს

62e005f7c7c27
BM.GE
26.07.22 19:17
953
Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. ისრაელური ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

როგორც bm.ge-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოში ავიაკომპანია Arkia-ს მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები