მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია „როსსიას“ Superjet-ი გაუმართაობის გამო შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა

ავიაცია

რუსული ავიაკომპანია „როსსიას“ ხომალდი Superjet, რომელიც ფრენას მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში ასრულებდა, ძრავის გაუმართაობის გამო შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა.

რუსული გამოცემები აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაშვება წარმატებით განხორციელდა.

თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ეკიპაჟი ძრავის გაუმართაობის შესახებ იუწყებოდა და მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიის თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ერთ-ერთი რაიონის თავზე წრიულად დაფრინავდა.

ავიაკომპანია „როსსიას“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტის სათადარიგო აეროდრომზე დაეშვებოდა: „მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის რეისი სარეზერვო ავიახომალდით მოსკოვის დროით 12:20 საათზე უნდა შესრულებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები