2019 წლის 8 ივლისიდან ანუ საქართველო რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შემდეგ, 5 თვე და 20 დღე გავიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის (ივლის-ნოემბრის) განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 3,961,438 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 215,306-ით ანუ 5.7%-ით მეტია.
თუმცა ავიასანქციების გამო, საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ჯამურად 99,483-ით შემცირდა.
აღნიშნული კლება სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა დააბალანსა. ზრდა განსაკუთრებულად უკრაინიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყო.
20 ქვეყანა, საიდანაც ავიასანქციების ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
1 აზერბაიჯანი - 781,311 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;
2 რუსეთი - 714,668 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -12%;
3 სომხეთი - 699,840 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 8%;
4 თურქეთი - 576,180 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12%;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 223,561 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4%;
6 ისრაელი - 114,478 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 29%;
7 უკრაინა - 114,466 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%;
8 ირანი - 71,501 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -46%;
9 ყაზახეთი - 62,103 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%;
10 საუდის არაბეთი - 56,156 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 40%;
11 პოლონეთი - 54,898 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%;
12 გერმანია - 52,927 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 36%;
13 ბელარუსი - 44,170 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5%;
14 ჩინეთი - 27,486 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 50%;
15 აშშ - 26,607 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7%;
16 ინდოეთი - 20,982 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -2%;
17 გაერთიანებული სამეფო - 19,471 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27%;
18 საფრანგეთი - 16,431 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 31%;
19 ნიდერლანდები - 14,574 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%;
20 ქუვეითი - 12,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%.
მოცემულია 2019 წლის ივლის-ნოემბრის პერიოდის მონაცემები.
შემოსავლები ტურიზმიდან
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველომ მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) $2,58 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.45%-ით აღემატება.
რაც შეეხება უშუალოდ ემბარგოს პერიოდს ანუ 2019 წლის მესამე კვარტალს, ამ დროის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან $1,126 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით $83.8 მილიონით ნაკლებია.