ევროპის სარკინიგზო ხაზი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დრამატულად შემცირდა, მაგისტრალების მოსაწყობად კი ინვესტიციები იზრდება - ამის შესახებ Euronews-ი Greenpeace-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევის თანახმად, მაგისტრალური საავტომობილო გზები ევროპის მასშტაბით 1995-დან 2020 წლამდე 60%-ით, ანუ 30 000 კილომეტრით გაიზარდა, სარკინიგზო ხაზები კი 6.5%-ით, 15 650 კილომეტრით დამოკლდა. მსგავსი მონაცემები ადასტურებს, რომ ევროპელი ხელისუფლებებისთვის პრიორიტეტი საავტომობილო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ავტობანებისა და რკინიგზის სადგურების მოსაწყობად გამოყოფილ ინვესტიციებს შორის სხვაობა მცირდება. 1995-წლიდან 2018 წლამდე ევროპის ქვეყნებმა ავტობანის მოსაწყობად 66%-ით მეტი დახარჯეს, ვიდრე - რკინიგზაზე. 2018-21 წლებში კი ეს სხვაობა 34%-მდე შემცირდა.
ავტომობილები და მცირე სატვირთო მანქანები ევროპის სატრანსპორტო ემისიების 72%-ზეა პასუხისმგებელი, მატარებლები კი მხოლოდ 4%-ზე. ევროკავშირის ქვეყნებიდან 1995-2020 წლებში, ყველაზე მეტი, €1.5 ტრილიონიანი ინვესტიცია ნორვეგიამ, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადო, სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში კი მხოლოდ €930 მილიარდი.
Top 10 ქვეყანა, რომლებმაც 1995 წლის შემდეგ სარკინიგზო ხაზი ყველაზე მეტად გაიზარდა:
ბელგია
ხორვატია
ესტონეთი
ფინეთი
ირლანდია
იტალია
ნიდერლანდები
სლოვენია
ესპანეთი
შვეიცარია
სამი ქვეყანა, რომელმაც ამავე პერიოდში საკუთარი სარკინიგზო ხაზი შეამცირა გერმანია (-7 706 კმ), პოლონეთი (-4 660 კმ) და საფრანგეთი (-4 125 კმ) არიან.
2018-21 წლებში ავსტრიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთში სარკინიგზო ინვესტიციებმა მაგისტრალების მოსაწყობად გამოყოფილ დაფინანსებას გადააჭარბა.
ამავდროულად, საავტომობილო გზების სიგრძე ირლანდიაში, რუმინეთსა და პოლონეთში ყველაზე მეტად გაიზარდა, ლიეტუვაში, ლატვიასა და ბელგიაში კი - ყველაზე ნაკლებად.