მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოდაზღვევის მაჩვენებლები გაიზარდა - როგორია სტატისტიკა დაზღვევის სხვა სახეობების შემთხვევაში?

ავტოდაზღვევა

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ამ კუთხით ჯამში 128 839 სადაზღვევო პოლისია რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 116,265 იყო რეგისტრირებული.

ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის მიმართულებით, კომპანიებმა ჯამში 70.2 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-მარტში ამ კუთხით მოზიდული პრემიის ჯამური მაჩვენებელი 56.24 მლნ ლარი იყო.

გაზრდილია სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მაჩვენებელიც. კერძოდ, მიმდინარე წელს, სამ თვეში ამ მიმართულებით კომპანიებმა 211.6 მლნ ლარი მოიზიდეს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 183.02 მლნ ლარის პრემია ჰქონდათ მოზიდული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემიის მოცულობა, 2024 წლის I კვარტალში ყველა სახის დაზღვევაში გაზრდილია. მათ შორის ქონების, სიცოცხლის, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები