მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორები რუსთავში აქციას მართავენ

232

ავტოიმპორტიორები და ავტოდილერები რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

სექტორის წარმომადგენლები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ადგილზე შეკრებილები ხელს აწერენ პეტიციას, რომ გადაწყვეტილება შეჩერდეს.

"ლოგისტიკური კომპანიების 30-40% გაჩერდება. დილერების 50%-ზე მეტი უმუშევარი დარჩება. ეს რეექსპორტსაც შეეხება, ფაქტობრივად ბაზარს ვუგდებთ ხელში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს",- განაცხადა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ "ტვ პირველთან".

ცნობისთვის, 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

„ავტოიმპორტიორი კომპანიების 30–40% სავარაუდოდ, ბაზრიდან გავა“ - ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის ეფექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები