2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა უცხოეთში 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია. ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების ყირგიზეთში რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ, რის გამოც მთლიანად ამ სექტორის ბრუნვა 31%-ით გაიზარდა და მან 754 მილიონ დოლარს მიაღწია. საქართველოს ექსპორტში მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები 96 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 110%-ით გაზრდილია.
თუმცა, 43%-ით არის შემცირებული საქართველოს ღვინის ექსპორტი და მან 2025 წლის 4 თვეში მხოლოდ 72 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს ძირითადად რუსეთში ექსპორტის კლებით არის განპირობებული. ასევე შემცირებულია სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
| # | საქონელი | ექსპორტის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $754 მილიონი დოლარი; | 31% |
| 2 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $96 მილიონი დოლარი; | 110% |
| 3 | სპირტიანი სასმელები | $76 მილიონი დოლარი; | -4% |
| 4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $72 მილიონი დოლარი; | -43% |
| 5 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $58 მილიონი დოლარი; | 14% |
| 6 | ფეროშენადნობები | $49 მილიონი დოლარი; | -40% |
| 7 | აზოტოვანი სასუქები | $46 მილიონი დოლარი; | 1% |
| 8 | მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით | $44 მილიონი დოლარი; | 23% |
| 9 | ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით | $39 მილიონი დოლარი; | 23% |
| 10 | თხილი და სხვა კაკალი | $38 მილიონი დოლარი; | 39% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $742 მილიონი დოლარი. | 12% |
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის ყირგიზეთი, სადაც ექსპორტმა 450 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წელთან მიმართებით ზრდა 54%-ია. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 258 მილიონი დოლარით, სადაც ყირგიზეთის მსგავსად ასევე მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება. მესამე პოზიციას კი 215 მილიონით აზერბაიჯანი იკავებს, სადაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილები გადის ექსპორტზე.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ძირითადი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:
| # | ქვეყანა | ექსპორტის მოცულობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | ყირგიზეთი | $450 მილიონი დოლარი; | 54% |
| 2 | ყაზახეთი | $258 მილიონი დოლარი; | 24% |
| 3 | აზერბაიჯანი | $215 მილიონი დოლარი; | 12% |
| 4 | რუსეთი | $190 მილიონი დოლარი; | -18% |
| 5 | სომხეთი | $155 მილიონი დოლარი; | -11% |
| 6 | თურქეთი | $100 მილიონი დოლარი; | -20% |
| 7 | ჩინეთი | $87 მილიონი დოლარი; | 10% |
| 8 | ბულგარეთი | $78 მილიონი დოლარი; | 376% |
| 9 | უზბეკეთი | $46 მილიონი დოლარი; | 36% |
| 10 | შვეიცარია | $36 მილიონი დოლარი; | 9% |
| 11 | დანარჩენი ქვეყნები – სულ | $399 მილიონი დოლარი; | 5% |




























