მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება ... შეიძლება გარკვეული პროცენტები გავასხვისოთ - პრემიერი

649f04ea43dd2
BM.GE
30.06.23 20:34
581
ახალი აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერ-მინისტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საავიაციო ჰაბად გარდასაქმნელად სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელი უნდა იყოს. მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და სახელმწიფოს როლი განმსაზღვრელია.

„აუცილებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ და კუთვნილებაშიც მათ შორის. რა თქმა უნდა, შეიძლება მანდ გარკვეული პროცენტები გავასხვისოთ, შემოვიყვანოთ დიდი ინვესტორები, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ბერკეტები და არა ისე როგორც დღეს არის.

რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს არსებული ინვესტორის, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, მაგრამ საერთოდ უკეთესია, მითუმეტეს, ჩვენ გვინდა პოზიციონირება როგორც ჰაბის, გავხდეთ ცენტრი და ერთ-ერთი ცენტრალური პოზიცია დავიკავოთ ამ რეგიონში და გვინდა რომ ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად საავიაციო ჰაბად, ისე, როგორც გააკეთა თურქეთმა, მაგალითად და იქ რამდენიმე კონსორციუმი შეიქმნა და რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლი არის განმსაზღვრელი. ჩემი პასუხიც ეგ არის. ასე იქნება ანაკლიის პორტზეც. მანდ ჩვენ გვექნება ჩვენი ხელი და ასე ვთქვათ ჩვენი კონტროლი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები