მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალი აეროპორტის მშენებლობის საჭიროება ნამდვილად არსებობს” - თამარ თანდაშვილი

64663866dd72f
ანუკა ჯოხაძე
19.05.23 09:30
1665
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში მაისის დასაწყისში განაცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს, თუმცა თბილისის გარშემო ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამჟამად შეზღუდულია, რასაც TAV-თან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს.

საქართველოს ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი თამარ თანდაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი საერთაშორისო აეროპორტი იქნება ქვეყანაში. მისი თქმით, ყველა აეროპორტს შეიძლება თავისი ნიშა ჰქონდეს. ახალი აეროპორტის საჭიროება თანდაშვილის თქმით, არსებობს, რადგან პანდემიის კრიზისის შემდეგ საქართველოზე მოთხოვნა იზრდება.

“ვფიქრობ, რეგიონული და საერთაშორისო აეროპორტების განვითარება ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის ახლა ისეთი გადატვირთული, როგორიც იყო პანდემიამდე პერიოდში, მაგრამ ზუსტად ასეთი კრიზისების შემდეგ ხდება ხოლმე ქვეყნებისთვის სასარგებლო ალტერნატიული აეროპორტების მშენებლობა.

გააჩნია როგორ ბიზნეს მოდელს წარმოგვიდგენენ, ვისზე იქნება ორიენტირებული, დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან ურთიერთობა იქნება პრიორიტეტი თუ მაღალშემოსავლიან ტურისტებზე გვექნება სწორება. მხოლოდ ტურიზმისთვის არ არის ავიაცია, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იმ ეკონომიკური ურთიერთობების გასამყარებლად, რაც სხვადასხვა ქვეყანასთან შეიძლება გვქონდეს თუკი კარგი ხარისხის კონკურენტუნარიანი აეროპორტი შეიქმნება. საჭიროება ნამდვილად არსებობს.”-ამბობს თამარ თანდაშვილი.გააჩნია როგორ ბიზნეს მოდელს წარმოდგვიდნენ, ვისზე იქნება ორიენტირებული, დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან ურთიერთობა იქნება პრიორიტეტი თუ მაღალშემოსავლიან ტურისტებზე გვექნება სწორება. მხოლოდ ტურიზმისთვის არ არის ავიაცია, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. იმ ეკონომიკური ურთიერთობების გასამყარებლად, რაც სხვადასხვა ქვეყანასთან შეიძლება გვქონდეს თუკი კარგი ხარისხის კონკურენტუნარიანი აეროპორტი შეიქმნება. საჭიროება ნამდვილად არსებობს.”-ამბობს თამარ თანდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები