მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმდი აეროპორტში! - „ტავ ჯორჯია“ დასაქმების მსურველებს ღია კარის დღეზე იწვევს

63ef380b40aa4
BM.GE
21.02.23 11:12
2423
აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, 24 თებერვალს, დასაქმების ფორუმზე - ღია კარის დღეზე იწვევს.

როგორც bm.ge- კომპანიიდან აცნობეს, ღია კარის დღე, 10:00-18:00 საათამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

"დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. 

NS