მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის შესამოწმებლად უახლესი სტანდარტის აპარატები დამონტაჟდება

63eb7897197d2
BM.GE
14.02.23 16:00
480
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრირებული ბარგის შესამოწმებელი დანადგარები იცვლება. უახლესი სტანდარტების სისტემა უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სრულ შესაბამისობაში იქნება საავიაციო უშიშროების თანამედროვე მოთხოვნებთან.

სისტემის განახლების პროცესი დაახლოებით ორ თვეს გასტანს. სამუშაოებს ცნობილი ჰოლანდიური კომპანია Vanderlande განახორციელებს.

ინფორმაციისთვის, ახალი სისტემის ინტეგრაციის გამო, თებერვალსა და მარტში, რამდენიმე დღით, დღის საათებში, საბარგო ლენტი არ იმუშავებს, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მგზავრებს დისკომფორტს არ შეუქმნის. ავტომატიზებული სისტემის შეფერხებით ფუნქციონირების პერიოდში, რეგისტრირებული ბარგის ტრანსპორტირებას სარეგისტრაციო დახლებიდან ბარგის სორტირების ზონაში აეროპორტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები