მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წლისთვის ბაზარზე Native Georgia-ს პრემიუმ ხაზის რაჭული ლორი გამოჩნდება

5fad1ed18a87e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 23:30
2428
კომპანია Native Georgia დეკემბერში, ახალი წლისთვის მომხმარებელს ახალ პროდუქტს - პრემიუმ კლასის რაჭულ ლორს შესთავაზებს.

მისი თქმით, Native Racha-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული მთის ღორის ლორი "კარფურის", "აგროჰაბის", "ზღაპარის" და "ფრესკოს" ქსელებში შევა.

„ეს იქნება 100%-ით ქართულ ბუნებრივ ნობათზე გაზრდილი აბორიგენული ჯიშის ღორის ხორცისგან წარმოებული პროდუქტი. პროდუქტის წარმოების საწყისი მოცულობა, დაახლოებით 2 ტონას შეადგენს, თუმცა ეს მოცულობა მოთხოვნიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში გაიზრდება. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ წარმოების 50% სწორედ პრემიუმ ხაზის რაჭულმა ლორმა დაიკავოს", - განაცხადა Native Georgian-ის დამფუძნებელმა.

ვასილ ბაბლუანი განმარტავს, რომ პრემიუმ ხაზის წარმოება Native Georgian-ს და საპარტნიორო ფონდის მიერ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდის და კომპანია Native Georgian-მა „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ 2018 წელს დაიწყეს, რომელიც განვითარების 5 ეტაპს მოიცავდა.

პროექტის ფარგლებში, ღორების ფერმა აშენდა, სადაც მთის ღორის გამრავლება ხდება. ფერმა 2020 წლის დასაწყისში ამოქმედდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ 3 მლნ ლარის შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები