მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდია Covid-19-ის ერთი შემთხვევის გამო საყოველთაო ლოქდაუნს აცხადებს

611b962e62e9d
BM.GE
17.08.21 14:55
2540
ახალი ზელანდია Covid-19-ის ერთი შემთხვევის გამო საყოველთაო ლოქდაუნს აცხადებს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეზღუდვები ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააანონსა, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად, ერთ-ერთ მოქალაქეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

შემთხვევა ოკლენდში დადასტურდა, რომელიც ლოქდაუნის რეჟიმში 1 კვირა იქნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები კი 3 დღე იმოქმედებს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოყენებული იქნება ყველაზე მკაცრი “მეოთხე ხარისხის” შეზღუდვები; დაიკეტება სკოლები, ოფისები და იფუნქციონირებს ის დაწესებულებები, რომლებიც სასიცოცლოდ აუცილებელ სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დელტა შტამია. ახალი ზელანდიის მოსახლეობის 20% სრულად აცრილია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები