"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გამყარება შესაძლოა, ახალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარეობდეს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლარის გამყარების მიზეზებს შეეხებოდა.
"რთულია ძალიან იმის თქმა, მოკლე პერიოდში რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის რაც საქართველოში ხდება მაისის თვიდან დაწყებული - სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება... შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ეს", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.