მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს

5ee34b1093a4a
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 14:28
962
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებები შეიტანა ბრძანებაში, რომელიც COVID-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში, განჯაში, ლანკარანში, ისმაილში და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა trend-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერ მინისტრმა ალი ასადოვმა.

ცვლილების თანახმად, გაფართოვდა საქმიანობის სფეროების და სერვისების ჩამონათვალი, რომლებსაც საშუალება ექნებათ ოპერირება გააგრძელონ "ლოქდაუნის" დროს.

აღსანიშნავია, რომ აფთიაქები მიდიკამენტემის სახლში მიწოდების სერვისსაც შესთავაზებენ მომხმარებლებს.

ასევე დასაშვები გახდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მოსავლის აღებას, აგრეთვე მორწყვას და მცენარეების მოვლას.

ფერმერებზე ნებართვა გაცემა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს ფერმერის სახელი/გვარი და ასევე ტერიტორია, რომელზეც პირის გადაადგილებაა დაშვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები