საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის გაორმაგებას აპირებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაიევამ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ-რუსულმა კომისიამ ერთობლივი ანალიზის შემდეგ მიიღო.
"ვფიქრობ, რომ ეს პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ექსპორტოი გავაორმაგოთ, დაახლოებით 1 მილიონ ტონამდე’’-აღნიშნა მინისტრმა.
გასულ წელს აზერბაიჯანმა რუსეთში 555 ტონა ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტი განახორციელა.