აზერბაიჯანის ხელისუფლება საგადასახადო ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებაზე დარიცხული საპროცენტო საურავის განახევრებას გეგმავს.
სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა, ორხან ნაზარლიმ განაცხადა, რომ ინიციატივა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული საპროცენტო განაკვეთის განახევრებას ითვალისწინებს.
ამას გარდა, საკანონმდებლო პაკეტი გადამხდელების მიერ ფინანსური სანქციების უფრო სწრაფად დაფარვის წამახალისებელი დამატებითი მექანიზმების დანერგვასაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საექსპორტო საქმიანობის სტიმულირება იქნება.
ნაზარლის განმარტებით, დამატებითი საგადასახადო შეღავათები როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტით დაკავებულ გადამხდელებზე გავრცელდება. ეს ცვლილებები საერთაშორისო ბაზრებზე ადგილობრივი მეწარმეების გასვლას გააადვილებს და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის.
























