მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ფასების სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრა

თალეჰ ქაზიმოვი

გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, თალეჰ ქაზიმოვმა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისა და ინსტიტუციური სანდოობის გაძლიერების გადამწყვეტ როლზე ისაუბრა.

ის სიტყვით სტამბოლის ეკონომიკურ ფორმუზე გამოვიდა და განაცხადა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოებმა საგარეო შოკებზე დროული რეაგირება დაიწყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური წონასწორობის დაცვა ყველა სახელმწიფოსათვის აუცილებელია.

ქაზიმოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქნილობის შენარჩუნება ცენტრალური ბანკებისთვის მთავარი პრიორიტეტი გლობალურად უნდა იყოს. მისი თქმით, ინფლაციური მოლოდინების მართვას მომხმარებელთა ქცევაზე, ბიზნესის გეგმებსა და მთლიან ეკონომიკურ ნდობაზე პირდაპირი გავლენა აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ არაპროგნოზირებად გარემოში მოქმედი მარეგულირებლებისთვის გამჭვირვალე კომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს ფაქტორად არის ქცეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები