მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის ბანკი

1 სექტემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები $15.3 მილიარდამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, რეგულატორის მარაგმა ისტორიულ მაქსიმუმს მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებული 33%-იანი ზრდის შემდეგ მიაღწია. ამ პერიოდში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა $3.8 მილიარდით შეავსო. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აგვისტოს თვეში რეზერვების საერთო მოცულობამ $1.5 მილიარდით მოიმატა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას მიწოდებამაც გადააჭარბა, ეს დისბალანსი კი საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა და საფინანსო სექტორში დედოლარიზაციის უწყვეტმა ტენდენციამ განაპირობა. შექმნილი ვითარების ფონზე, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა აგვისტოში მიზნობრივი ინტერვენციები განახორციელა. უწყებამ ჭარბი სავალუტო მასის შესასყიდად პირდაპირ ბაზარზე $1.5 მილიარდი მიმართა.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, რეგულატორი ბაზარზე ოპერაციების წარმოებას კვლავ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე დაყრდნობით გეგმავს. საბაზრო წონასწორობის შესანარჩუნებლად, საფინანსო ინსტიტუტი წლის ბოლომდე შესყიდული უცხოური ვალუტის სრულ ან ნაწილობრივ რეალიზაციას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზერვები $11.5 მილიარდს შეადგენდა. რვა თვეში დაფიქსირებული $3.8 მილიარდიანი მატება კი ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები