საქართველოში 2025 წელს შემოსული 1 მილიარდ 688 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 5.6% ანუ $95.7 მილიონი მშენებლობის სექტორში ჩაიდო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მშენებლობაში ჩადებული FDI-ს მოცულობა მცირე იყო, აქედან გამომდინარე ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 147%-ით გაიზარდა.
საქსტატიდან BM.GE-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რო წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი თანხები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოვიდა. კომპანიებს შორის კი სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო "იგლ ჰილს საქართველოც" არის, რომელმაც მთავრობასთან პარტნიორობით ქვეყანაში მასშტაბური $6.6 მლრდ-იან 2 დეველოპერულ პროექტი უნდა განახორციელოს.
კომპანია უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში პირველად მოხვდა და ის IV კვარტალის FDI-ში TOP-ინვესტორების ჩამონათვალშიც არის. ამასთან, იმის შესახებ ინფორმაცია თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ კომპანიაში კომერციული კონფიდენციალურია.
TOP-10 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც მშენებლობაში ყველაზე მეტი ინვესტიციები შემოვიდა ასეთია:
- აზერბაიჯანი - $35.4 მლნ;
- თურქეთი - $16.4 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $15.3 მლნ;
- რუსეთი - $13.3 მლნ;
- უკრაინა - $11.4 მლნ;
- სლოვაკეთი - $6.3 მლნ;
- აშშ - $5.1 მლნ;
- ინდოეთი - $1.9 მლნ;
- ჩინეთი - $1.1 მლნ;
- თურქმენეთი - ...;
აღსანიშნია, რომ თურქმენული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რადგან მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და გაცემას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება TOP-ინვესტორებს, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, მათი ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
- შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა;
- შპს ეკო ინვესტი;
- შპს ჯინო კაპიტალი;
- შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
- შპს ჯიი ვერნოვა ინთერნეიშენალ-ის ფილიალი საქართველოში;
- შპს იგლ ჰილს საქართველო;
- შპს რიმო გრუპ;
- შპს ლეგერო;
- ათლას ინშაათ საქართველოს ფილიალი;
- შპს ნგს გრუპ.




























