მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანის ეკონომიკა პირველ კვარტალში 0.4%-ით გაიზარდა

645259cdb34ad
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.23 18:16
873
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.4%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზომამ კი მიმდინარე ფასებში 30.3 მილიარდი მანათი შეადგინა.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორის ბრუნვა წლიურ ჭრილში 3.9%-ით შემცირდა, ხოლო არა-სანავთობო სექტორებში კი 4.9%-ის ზრდა დაფიქსირდა.

სექტორების წვლილი აზერბაიჯანის ეკონომიკაში ასე ნაწილდება - ინდუსტრია და მრეწველობა 47.5%; 9% ვაჭრობა; 5.4% ტრანსპორტი და დასაწყობება; 5% მშენებლობა; 2.6% სოფლის მეურნეობა; 1.9% ტურიზმი; 1.5% ინფორმაცია და კომუნიკაცია. 17.6% კი ეკონომიკის სხვა სექტორები.

პირველ კვარტალში ერთ მოსახლეზე მშპ 2,991 მანათს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები