მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა რუსულ Rossotrudnichestvo-ს საქმიანობის უფლება შეუწყვიტა

ross

აზერბაიჯანმა რუსულ სახელმწიფო სააგენტოს, Rossotrudnichestvo-ს საქმიანობის შეწყვეტა დაავალა და შესაბამისი ბრძანება მოსკოვს ოფიციალურად გაუგზავნა.

Rossotrudnichestvo-სთან დაკავშირებით ის უნდა ითქვას, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა სააგენტოს ექვემდებარება და მისი მიზანი მოსკოვის მეგობარი სახელმწიფოების დახმარებაა როგორც ჰუმანიტარულად, ასევე ეკონომიკურად და სოციალურად. შეიძლება ითქვას, რომ ეს სააგენტო USAID-ის რუსულ ალტერნატივას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა, ცოტა ხნის წინ, ქვეყანაში USAID-ის საქმიანობაც შეაჩერა, რაც ქვეყანაში უცხოური გავლენის შემცირების მიზანს ემსახურებოდა.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, უცხოური ჩარევა და დონაციები შიდა პროცესებზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ მთავრობა ყველა უცხოურ სააგენტოს დახურავს, რადგან აზერბაიჯანს საგარეო დახმარება არ სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები