მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა უკრაინას გენერატორები და ტრანსფორმატორები გადასცა

63a02cf832b81
მარიამ ვარადაშვილი
19.12.22 13:23
567
აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა. ქვეყანაში უკრაინის ელჩმა ვლადისლავ კანევსკიმ მადლობა გადაუხადა მთავრობას და ხალხს გაწეული დახმარებისთვის. როგორც ელჩი Facebook-ზე წერს, ელექტროაღჭურვილობა უკრაინაში უკვე ჩავიდა.

მისივე თქმით, დახმარების ეს პაკეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს.

“მადლიერები ვართ მეგობარი აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და აზერბაიჯანელი ხალხის. დიდება უკრაინას! დიდება აზერბაიჯანს”, - დაწერა ელჩმა Facebook-ზე.

ცნობისთვის, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო თავდასხმას უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე. წინა კვირებში კრემლი მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის ენერგოობიექტებზე ახორციელებდა. შედეგად ნოემბრის ბოლოს კიევს დროებით ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები