მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზიური ბაზრიდან დიდი მოთხოვნაა, უკვე ერთი თვეა ზაფხულის ჯავშნებსაც ვიღებთ" - სასტუმრო "ბანგურიანი"

ბანგურიანი

აზიური ბაზრიდან ინტერესი მზარდია. ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში მესტიაში მდებარე სასტუმრო "ბანგურიანის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯაფარიძე საუბრობს. მისი თქმით, უკვე აქვთ ადრეული ჯავშნები მომავალი ზაფხულისთვის. მისი თქმით, ჩინური ბაზარი ევროპელი ტურისტების კლებას წარმატებით აბალანსებს, თუმცა კურორტის განვითარებას კვლავ მოუწესრიგებელი შიდა გზები და ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს.

“დავიწყებ 2025 წლის ზაფხულის სეზონიდან. სასტუმრო „ბანგურიანში“ იყო საკმაოდ დიდი აქტიურობა, ვიყავით დატვირთულები, ვუმასპინძლეთ უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ ვიზიტორს. საგრძნობლად შესამჩნევი არის ევროპული ნაკადების სტუმრების შემცირება, მაგრამ ამას აბალანსებს ჩინური ბაზარი და აზიური ბაზრის აქტიურობა. საკმაოდ განვითარდა აზიური ბაზარი და დიდი მოთხოვნა წამოვიდა. უკვე ერთი თვეა შემდეგი ზაფხულის ჯავშნებსაც ვიღებთ.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მესტიას, სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, როგორც სათხილამურო კურორტს. ძალიან კარგი ტრასები გვაქვს და ამ კუთხითაც ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ ამავდროულად ვართ ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე და ჩემი აზრით, უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს. თუნდაც როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზების მოწესრიგება. სასტუმრომდე მისასვლელი გზები, ასევე საბაგირომდე მისასვლელი გზაც მოსაწესრიგებელია. ამისთვის მჭიდრო კოორდინაცია და კავშირი არის საჭირო კერძო სექტორსა და თვითმმართველ ორგანოებს შორის.”-ამბობს სასტუმრო “ბანგურიანის” აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, განსხვავებული მოსაზრება აქვს ტურისტული სეგმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით სასტუმრო "ფალიანის" დამფუძნებელს. ეკატერინე გველესიანის თქმით, საუბარი, რომ ჩინური ბაზრით დაბალანსდა ევროპული ტურისტული სეგმენტის შემცირება, არის არასწორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები