მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საუბარი, რომ ჩინური ბაზრით დაბალანსდა ევროპული ტურისტული სეგმენტის შემცირება, არასწორია" - ჰოტელიერი

ეკა გველესიანი

სვანეთში მდებარე სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი აცხადებს, რომ რეგიონში ზამთრის სეზონი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს. მისი თქმით, მესტიაში როგორც მთელ საქართველოში ევროპელი ვიზიტორების ნაკადები შემცირდა, ხოლო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს შემცირება აზიელი ბაზრით დაბალანსდა, არასწორია. მისი შეფასებით, მხოლოდ დატვირთულობა არ არის ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მხარჯველუნარიანობაზე.

“იმაზე საუბარი, რომ ჩინური ბაზრით დაბალანსდა ევროპული სეგმენტის შემცირება, არის მინიმუმ არასწორი, იმიტომ რომ მხოლოდ დატვირთულობის მიხედვით მსჯელობა ძალიან მარტივია. ძალიან ბევრი სხვა კომპონენტი არის ტურიზმში და მხოლოდ დატვირთულობით მსჯელობა არ არის სწორი.

რამდენს ხარჯავენ ჩინელი და ინდოელი ტურისტები საშუალოდ ერთ ვიზიტზე?

რაც შეეხება სასტუმრო „ფალიანის“ დატვირთულობას, ზაფხულის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, იგივე პრობლემები გვაქვს წელსაც", - აღნიშნა "ფალიანის" დამფუძნებელმა.

ეკატერინე გველესიანმა bm.ge-სთან საუბრისას სვანეთში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელსაც მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

"სასტუმრო „ფალიანი“ გავხსენი 2022 წელს. მეხუთე წელია თქვენს ეთერში ისევ ერთი და იგივე პრობლემებზე ვსაუბრობთ, ისევ ელექტროენერგიის პრობლემაზე, ისევ გზა, ისევ გაზიფიცირება რომ არ არის და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე არაფერი უმჯობესდება მაშინ, როდესაც სვანეთი არის გამორჩეული რეგიონი, გამორჩეული პოტენციალის მქონე და უკვე ძალიან ცალსახა ფაქტია, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა და სვანეთის პოტენციალი იყოს ათვისებული. მეხუთე წელია ისევ დენის პრობლემაზე ვსაუბრობთ", - აცხადებს სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები