მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG სებ-ს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, ლარის სტაბილურობისთვის სავალუტო რეზერვი კიდევ გაყიდოს

სებ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, მომდევნო დღეებშიც, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.

ასოციაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა სავალუტო ბაზარზე დღეს განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას. როგორც BAG-ის განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანება მიესალმება სებ-ის გადაწყვეტილებას.

"ლარის სტაბილური კურსის არსებობა კი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებასთან, მის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს“, - წერია BAG-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 28 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად გამოიტანა 60 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

ინტერვენციის შედეგად Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში დოლარის ღირებულება, რაც იქამდე 2.8149-ს შეადგენდა, ჯერ 2.7829-მდე შემცირდა, ხოლო ამჟამად ის 2.79-ს შეადგენს.

სებ-მა წინა აუქციონი 16 მაისს გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები