სკოლანდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს და დირექტორებს, თბილისის მერიამ ფულადი ჯილდო, 100 ლარი ჩაურიცხა. შესაბამისი განკარგულება გამოცემულია და მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
როგორც მან Bm.ge-ს უთხრა, ეს ინფორმაცია თბილისის მერიიდან თავად გამოითხოვა. განკარგულება მიმდინარე წლის 25 აპრილით თარიღდება და ხელს დედაქალაქის მერი კახა კალაძე აწერს.
ირაკლი აბესაძის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გაიცა.
"ვინც მართლა შრომობს - იმათთვის ძალიან ცოტაა, დაცინვაა და მეტს იმსახურებენ; მაგრამ უმრავლესობამ, როგორც ჩანს, კალაძის პოსტების დალაიქება/გაშეარებაში მიიღო 100 ლარი.
რა იაფფასიანი კაცია, კახა კალაძე. მხოლოდ აპრილში დამატებით 1000-მდე ადამიანი ,,დაასაქმა” (გააფორმა) საბავშვო ბაღებში. თავის ჭკუით ამომრჩეველს ,,ყიდულობს”… P.S. ეს ბიუჯეტს 1,250,000 ლარი დაუჯდებოდა", - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.
გიზიარებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის შესაბამის განკარგულებას: