მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენი მომავალ კვირას მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს

6082a8c4a20ad
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 22:41
2189
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაზრდილი გადასახადებიდან მიღებული თანხები ბავშვთა ზრუნვაზე და განათლებაზე დაიხარჯება, მაგრამ არ იქნება გამოყენებული ჯანდაცვისთვის.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ბაიდენი აღნიშნულ ინიციატივას სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სრულად გამოაქვეყნებს, თუმცა ის გავლენას არ მოახდენს არც ერთ ოჯახზე, რომელსაც წელიწადში 400 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

ბაიდენის გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37 პროცენტიდან 39.6 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გეგმა ასევე თითქმის გააორმაგებს გადასახადებს 39.6 პროცენტამდე კაპიტალის მოგებაზე იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული გადასახადი ამჟამად 20%-ს  შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები