მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ბოროტების აქტია - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო და მას „ბოროტების აქტი“ უწოდა.

მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიზანი ებრაელების მკვლელობაა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე.

ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ.

“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად… ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები