მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენის თქმით, აშშ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეს უკეტავს

621ee5aa10a5b
თელარა გელანტია
02.03.22 07:29
821
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ის საჰაერო სივრცის გამოყენება აეკრძალებათ. როგორც CNN წერს, ამით ამერიკა იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდება, რომლებმაც რუსეთს ცა დაუხურეს.

„ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს აკრძალვა რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები