მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა ტაივანისთვის სუვერენული ქვეყნების სამხედრო დახმარება დაამტკიცა

აშშ ტაივანი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ “უცხო ქვეყნის სამხედრო ფინანსირების” (Foreign Military Financing, FMF) პროგრამის ფარგლებში ტაივანისთვის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. საქმე ისაა, რომ პროგრამა, როგორც წესი, სუვერენული ქვეყნების დაფინანსებისთვისაა შექმნილი. 

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ტაივანისთვის $80 მილიონამდე დახმარების გამოყოფის ინიციატივით ოთხშაბათს მიმართა. 

“FMF პროგრამა ტაივანის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ერთობლივი და კომბინირებული თავდაცვისა და საზღვაო ცნობიერებისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით მოხმარდება” - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც კონგრესს გაეგზავნა.

ტაივანის თავდაცვის მინისტრმა მედიასთან აშშ-ის მიმართ მადლიერება გამოხატა, თუმცა დახმარების პირობებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აქამდეც ეხმარებოდა კუნძულს საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაში, არსებული პოლიტიკისა კანონის შესაბამისად. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მედიასთან ადასტურებს, რომ მათი გადაწყვეტილება, ტაივანს FMF პროგრამის ფარგლებში დაეხმარონ, აშშ-ის პოლიტიკას არ ცვლის.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შტატებს მოუწოდა, რომ ტაივანთან ერთად “სამხედრო შეთქმულება” შეწყვიტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები