მთავრობამ, "ორბის" ბახმაროს პროექტში ცვლილებების ნებართვა გასცა. სანაცვლოდ, კომპანიამ 284 936 ლარი უნდა გადაიხადოს - ამის შესახებ, მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ.
პროექტი, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. ახალი განკარგულების მიხედვით კი, „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადამ 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. უცვლელად დარჩა სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცის, კომერციული და კვების ობიექტების მოწყობის ვალდებულება.
უცვლელი დარჩა ნომრების რაოდენობა.
განკარგულებაში წერია, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.
დოკუმენტში არ არის მითითებული, რა მიზეზით შეიცვალა პროექტი. არ წერია არც ის, კომპანიამ მოითხოვა ცვლილება, თუ სახელმწიფომ.
bm.ge დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად კომპანიას დაუკავშირდა და მასალას, დღის ბოლომდე შემოგთავაზებთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა კომპანიამ თებერვლიდან დაიწყო.
ბახმაროში "ორბის" პროექტის ტერიტორიის ზვავსაშიშროების რისკები "გეოგრაფიკმა" შეისწავლა - შედეგები
ბახმაროს პროექტზე „ორბის“ გზშ-ის წარდგენის ვალდებულება არ აქვს - ოთარ შამუგია