მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში მაშველებმა თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბაკურიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

"გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - იტყობინება შსს.

ცნობისთვის, ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, თოვლის მასაში მოყოლილ მამაკაცს 28 მარტის შემდეგ ეძებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები