ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს სამსახურში შესული განცხადებების რაოდენობა გაორმაგდა. კერძოდ, მან 4,130-ს მიაღწია, აქედან კი ყველაზე მეტი 2,587 განცხადება სამსახურში კომერციული ბანკებიდან შევიდა, რაც წლიურად 55%-ით მეტია.
ამასთან, მკვეთრად გაიზარდა განცხადებები ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისგან (კრიპტო პროვაიდერებისგან) და მთლიანმა რაოდენობამ 436-ს მიაღწია, რაც წლიურად 369%-ით არის გაზრდილი, ხოლო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 104 განცხადება გაიგზავნა, რაც 93%-ით არის მომატებული. ასევე მკვეთრად გაიზარდა შეტყობინებების რაოდენობა სამორინეებიდან და აზარტული თამაშების კომპანიებიდან, მათ შორის ონლაინკაზინოებიდან.
2025 წლის სტატისტიკა:
| ანგარიშვალდებული პირები | საეჭვო ტრანზაქციის შეტყობინება | ზრდა/კლება წინა წელთან |
| კომერციული ბანკი | 2587 | 55% |
| მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | 79 | 84% |
| სადაზღვევო ორგანიზაცია | 2 | 100% |
| საბროკერო კომპანია | 2 | 0% |
| ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი | 0 | -100% |
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტი | 4 | 100% |
| საგადახდო მომსახურების პროვაიდერი | 104 | 93% |
| სესხის გამცემი სუბიექტი | 1 | 0% |
| მიკრობანკი | 38 | 3700% |
| ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (კრიპტო) | 436 | 369% |
| ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი | 19 | 90% |
| სამორინე | 8 | წინა წელს 0 იყო |
| საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო | 850 | 386% |
| შემოსავლების სამსახური | 0 | წინა წელს 0 იყო |
| სულ | 4130 | 101% |




























