2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 504 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ბანკების შემოსავალი 11%-ით, ანუ 51 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თვეების მიხედვით, ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან ყველაზე დიდი - 87 მილიონი ლარის შემოსავალი ივლისში მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში მაღალ ტურისტულ შემოდინებებს და ვიზიტორების დანახარჯებს უკავშირდებოდა, აგვისტოში კი ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 67 მილიონი ლარი იყო.
კონკრეტული ბანკების მიხედვით, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით აღნიშნული შემოსავლები ასე ნაწილდება:
| კომერციული ბანკი | შემოსავალი სავალუტო გაცვლის ოპერაციებიდან (ლარი) |
| საქართველოს ბანკი | 231,233,000 |
| თი–ბი–სი ბანკი | 226,043,000 |
| ბაზის ბანკი | 11,895,000 |
| პროკრედიტ ბანკი | 10,884,000 |
| პაშაბანკი | 6,471,000 |
| ქართუ ბანკი | 6,380,000 |
| კრედო ბანკი | 3,979,000 |
| ტერა ბანკი | 3,947,000 |
| ხალიკ ბანკი | 1,747,000 |
| იშ ბანკ | 1,130,000 |
| ზირაათ ბანკი | 983,000 |
| სილქ ბანკი | 331,000 |
| პეისერა | 292,000 |
| ვი–თი–ბი ბანკი | 0 |
| ჰეშბანკი | -4,000 |
| პეივბანკი | -36,000 |
| ლიბერთი ბანკი | -959,000 |




























