მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა გაიზარდა

მილსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით 2023 წლის 9 თვეში გლობალურ ბაზარზე 23 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიონი ტონით მეტია.

BP-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში 238 ტანკერში ჩაიტვირთა და საერთაშორისო მყიდველებს მიეწოდა.

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება,”- ნათქვამია BP-ის ანგარიშში.

BP აქვეყნებს ინფორმაციას სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის დატვირთვის შესახებაც. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის დატვირთვა გაიზარდა და მან 16.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. მილსადენის მეშვეობით თურქეთისა და ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით საქართველოზე ყოველდღიურად 60.5 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გატარდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მილსადენის დღიური დატვირთვა 56.1 მილიონი კუბური მეტრი იყო.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები