მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით 25.3 მლნ ტონა ნავთობი გადაიტვირთა

ნავთობსადენი

ბოლო სამი თვეა ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვის მაჩვენებელი უცვლელია.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, ოქტომბერში, ნავთობსადენით 2.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. სულ 10 თვეში კი, საქართველოს დერეფანზე გამავალი მილსადენით 25.3 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.

bp-ის ვიცე-პრეზიდენტის კოლინ ალანის განცხადებით, 17 წლიანი ოპერირების განმავლობაში სულ მილსადენით 4.3 მლრდ ბარელი ნავთობია ტრანსპორტირებული. მილსადენით ჯეიჰანის პორტს ძირითადად მიეწოდება აზერბაიჯანული ნავთობი, თუმცა მილსადენით გადაიტვირთება ასევე ყაზახური და თურქმენული ნავთობი და კონდენსატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები