მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ნავთობის მოცულობა იანვარ-მარტში 5.5%-ით შემცირდა

მილსადენი

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 5.5%-ით შემცირდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

პარალელურად, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაიზიდა, 1,153 მლნ ტონამდე შემცირდა იანვარ-მარტში, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 1.4 მლნ ტონას შეადგენდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, კომპანია BP-ის ოპერირებით, ნავთობი აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგი-გიუნშელის საბადოებიდან საქართველოს გავლით, თურქეთში ჩადის.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობის ჯამურმა მონაცემებმა 2025 წლის პირველ კვარტალში 9 მლნ ტონა შეადგინა, რომლიდანაც, როგორც რიცხვებიდან ჩანს, 76.2% სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები