მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა 5.5-ჯერ გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა 5.5-ჯერ გაიზარდა.

ყაზახური „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, 2023 წელს აქთაუს პორტიდან 3.376 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, 1.108 მლნ ტონით მეტი 2022 წელთან შედარებით.

5.5-ჯერ არის გაზრდილი ყაზახური ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენით. თუ 2022 წელს საქართველოს დერეფანში გამავალი მილსადენით 250 ათასი ტონა ნავთობი იყო გადატვირთული, 2023 წელს ის 1.392 მლნ ტონამდე გაიზარდა. Socar-სა და "ყაზმუნაიგაზს" შორის არსებული შეთანხმებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გადატვირთვა უნდა მოხდეს.

გარდა ამ მიმართულებისა, აქტაუს პორტიდან ნავთობის მიწოდება ასევე მოხდა მახაჩყალაში 1.984 მლნ ტონის მოცულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები