მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარამბო": ჩვენმა გაყიდვებმა ექსპორტზე 65%-ით იკლო

5fddf0f4a344c
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 19:00
3761

"ბარამბო", რომელიც ტკბილეულის ინდუსტრიის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ ითვლება საქართველოში, აცხადებს, რომ საექსპორტო ბაზრებზე მისი გაყიდვების მაჩვენებელმა 10 თვის მონაცემით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით იკლო.

კომპანია დღეს ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ გაყიდვებში კლება ამ ეტაპზე არ შეინიშნება, თუმცა მომხმარებლის ქცევის შეცვლის გამო, კომპანიას პანდემიის შედეგად, რეალიზაციის ნაწილში გადაწყობა მოუხდა.

“წონითი კატეგორიის პროდუქციის შეძენისას მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და "ბარამბოს" წონითი კატეგორიის შოკოლადის რეალიზება შეამცირა, და ისინი მომხმარებელს დაფასოებული სახით მიაწოდა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ხელმისაწვდომი და ფართო არჩევანი ყოფილიყო. ის შიში, რაც პანდემიის გამო მომხმარებელს წონითი პროდუქციის შეძენისას ჰქონდა, შევამცირეთ, ხოლო ამ პროდუქციის დაფასოებით შესყიდვის პროცესი მარტივი გავხადეთ.” - განაცხადა "ბარამბოს" ბრენდ-მენეჯერმა ანი კუპრეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები