მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარამბოს" ტკბილეული დღეიდან ისრაელში გაიყიდება

5e58f3d7edfbd
თელარა გელანტია
28.02.20 19:40
1539
დღეიდან “ბარამბო” ისრაელში გაიყიდება.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, პროდუქციამ წარმატებით გაიარა ებრაელი პარტნიორების მხრიდან მოთხოვნილი ყველა სტანდარტი და ბრენდს მიენიჭა ქოშერის სერთიფიკატი, რაც ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლის ნდობას გულისხმობს და მიუთითებს პროდუქციის ხარისხზე.

2019 წელს „ბარამბომ“ მსოფლიო ბაზარზე 12 საექსპორტო არხი შექმნა.

ქართული ტკბილეული იყიდება - სინგაპურში, ამერიკაში, კოლუმბიაში, ჩინეთში, უკრაინაში, ერაყში,ირანში, ქუვეითში, უზბეკეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ქვეყნების სია ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე
მოლაპარაკება მიმდინარეობს ევროპის, აფრიკის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან”, - აცხადებენ „ბარამბოში“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები