მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარელი ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 90 დოლარს მიაღწიოს

ნავთობი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებისა და ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ მუქარის გავრცელების ფონზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ფასი 87 დოლარის ფარგლებში მერყეობს, WTI-ის ღირებულება 84 დოლარს აღწევს, ხოლო რუსული Urals-ის ფასი $80-ია, რაც ერთ თვეში საშუალოდ 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ის მაქსიმუმი არ არის, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკონსულტაციო ფირმა Lipow Oil Associates-ში ნავთობის 90 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებენ.

ფასის ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები შეზღუდულ მიწოდებას, რუსეთის ფაქტორს და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებას ასახელებენ, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რისკებს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები