ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” აგენტებისთვის არასწორად გადახდილი საკომისიოს გამო 22,7 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებმა წესები 2012-15 წლებში დაარღვიეს, თუმცა გადაწყვეტილების ესპანეთის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.
”ბარსელონას” ოფიციალური განცხადების მიხედვით, ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ასეთი სიტუაციის შემხედველი, ზაფხულში ტრანსფერების განსახორციელებლად მათ სახელფასო ჭერის შემცირება და ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ამ ეტაპზე გუნდში ყველაზე მაღალი 24,8 მილიონიანი ხელფასი ნიდერლანდელ ფრენკი დე იონგს გააჩნია და შესაბამისად, მისი გაყიდვა კლუბის სახელფასო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებს.
კლუბის ხელმძღვანელები დე იონგის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ და მისგან სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ელიან, თავის მხრივ კი თუკი კლუბის სათამაშო დონე არ გამოსწორდა გუნდიდან წასვლაზე უარს არც თავად ნიდერლანდელი ფეხბურთელი იტყვის.